აიუფ ბორჩაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომა საქალაქო სასამართლოში 10 საათზეა ჩანიშნული. პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან. შესაძლოა აუდიო/ვიდეო ჩანაწერების ჩვენებაც გაგრძელდეს. შსს-მ ტერორისტულ ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად გადაბირების, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით 4 პირი ხუთი თვის წინ დააკავა.