ცრუ განგაში ლოს-ანჯელესში. ტერორისტული საფრთხის გამო შტატში ათასზე მეტი სკოლა დროებით დაიხურა. ამის გამო სასწავლო პროცესს 700 ათასამდე ბავშვი მოსწყდა. სკოლებში ბომბების არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინება ნიუ იორკის პოლიციამაც მიიღო, თუმცა სასწავლო პროცესის შეწყვეტის გადაწყვეტილება არ მიუღია. როგორც ნიუ იორკის პოლიციის უფროსმა უილიამ ბრატონმა განაცხადა, ლოს-ანჯელესის ხელისუფლების მიერ მიღებული უსაფრთხოების ნორმები გადაჭარბებულია.