თბილისში მამაკაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა საბურთალოზე, ვაჟა ფშაველას მეორე კვარტალში, მოხდა. მოკლულისა და თავდამსხმელის ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
შს სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით არის დაწყებული.