მთავარ პროკურატურაში არ გამორიცხავენ, რომ ე.წ. შეწყალების საქმეზე საქართველოს პრეზიდენტი დაიკითხოს. პროკურორმა კოკა კაციტაძემ ჟურნალისტების კითხვაძე შესაძლოა თუ არა აღნიშნულ საქმეზე დაიკითხოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, განაცხადა, რომ "დაიკითხება ყველა ის პირი, ვინც შემხებლობაშია სისხლის სამართლის საქმესთან".
კოკა კაციტაძის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე გამოძიება ინტენსიურად მიმდიარეობს და უკვე დაკითხულია 30-მდე პირი.