ე.წ. შეწყალების საქმეზე პროკურატურამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, ლაშა აბაშიძეც დაკითხა. ამის შესახებ შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
"მე მაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ დაკითხულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი და ამჟამად ვიცე მერი. ასევე დაკითხულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი, რომელმაც სამართალდამცველები ჩააყენა საქმის კურსში. გარდა ამისა - რამდენიმე მსჯავრდებული, მათი ახლობლები, ანუ ინტენსიური პროცესი მიდის", - განაცხადა ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მარალჩინოსნების მხრიდან მასზე ზეწოლის ფაქტებზე იცოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ელისაშვილის მტკიცებით, მასზე ზეწოლის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაშინდელი უფროსი ლაშა აბაშიძეც ფლობს.