არგენტინაში ავტოკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ბოლო მონაცემებით, სალტოს პროვინციაში მომხდარ საგზაო ინციდენტს 41 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 10-ს აღწევს. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია, რის გამოც მსხვერპლი შესაძლოა გაიზარდოს. ტრაგედია სალტოში შუადღისას დატრიალდა. ავტობუსი, რომელსაც ჟანდარმერიის თანამშრომლები გადაჰყავდა, ხევში გადაიჩეხა.