დონალდ ტრამპი ირწმუნება, რომ სრულიად ჯანმრთელია. პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა ჯანმრთელობის ცნობაც წარმოადგინა, სადაც წერია, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს. მილიარდერის პირადი ექიმის დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ ტრამპს ონკოლოგიური დაავადებები არასდროს ჰქონია და ერთადერთი ოპერაცია, რაც 10 წლის ასაკში გაიკეთა, აპენდიციტი იყო. ტრამპის ექიმი ასევე ირწმუნება, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი არასდროს ეწეოდა და არც ალკოჰოლს მოიხმარდა.