მედიაციის სამსახური ქსელს აფართოებს. სადაზღვევო კომპანიებს, სამედიცინო დაწესებულებებსა და მოქალაქეებს შორის დავების განხილვა ამიერიდან რეგიონებშიც მოხდება.
ამის შესახებ დღეს, მედიაციის სამსახურის ორწლიანი მუშაობის შედეგების ანგარიშის პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი. ამ უწყებამ 24 თვიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა და ანგარიში წარმოადგინა.
პრეზენტაციას ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილის დაესწრო.
"საკმაოდ მძიმე სიტუციაა სადაზღვევო კომპანიებსა და სამედიცინო დაწესებულებებს შორის ურთიერთობის კუთხით, რაც მედიაციის სამსახურის მეშვეობით მოგვარებადია", - განაცხადა კვიტაშვილმა.
მედიაციის სამსახურის მომსახურება მოქალაქეებისთვის უფასოა. მას სახელმწიფო აფინანსებს.
მედიაციის სამსახური ქვეყანაში ორი წელია ფუნქციონირებს. ამ ხნის განმავლობაში მან 4 ათასზე მეტი დავა განიხილა.