პატრულის თანამშრომელს თავდამსხმელმა თავის არეში ქვით მიაყენა ჭრილობა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, შემთხვევა მეტროსადგურ „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
თავდამსხმელის ვინაობა დაუდგენელია, მან ადგილიდან მიმალვა მოახერხა. პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.