იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით,
საუბარია იმაზე, რომ ევროკავშირმა გვამცნოს თარიღი, თუ როდის გამოქვეყნდება 100%-ით დადებითი დასკვნა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ყველა მოთხოვნა და შეთავაზება, რაც ევროკავშირისგან იყო, შეესრულებინა.
„საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ყველა მოთხოვნა თუ შემოთავაზება ევროკავშირისგან, შეესრულებინა. ჩვენ ვიცით დღევანდელი განცხადებები, მათ შორის ევროკომისარ ჰანის განცხადება, რომ საქართველოსთან მიმართებაში დასკვნა არის დადებითი და რომ ეს არ და ვერ დადგება ეჭვქვეშ, საუბარია იმაზე, რომ ევროკავშირმა გვამცნოს საბოლოო დღე და თარიღი იმასთან დაკავშირებით, თუ როდის გამოქვეყნდება ჩვენთვის ესოდენ სასურველი და როგორც უკვე წინასწარ ვიცით, 100%-ით დადებითი დასკვნა საქართველოსთან მიმართებაში“, - აღნიშნა მინისტრმა.
შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ევროკომისიის დასკვნა, რომელსაც საქართველო ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ელოდება, ხვალ არ გამოქვეყნდეს.