შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „წითელ ხიდზე“ მედიკამენტების უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.
„ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შემოტანის ფაქტი გამოვლინდა 12 დეკემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „წითელი ხიდი“. საბაჟო კონტროლის ზონაში, აზერბაიჯანის მხრიდან შემოსული აზერბაიჯანის მოქალაქე გ.ჯ.-ის კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა ფეხსაცმელებში დამალული ნარკოტიკული ნივთიერება „ტრამადოლი“ - 35 ამპულა - და კოდეინის შემცველი მედიკამენტი „სედალგინ ნეო“ - 20 აბი - აღმოაჩინეს“ - აცხადებენ უწყებაში.
საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს მარნეულის სამმართველოს ალგეთის პოლიციის განყოფილებას.