პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე გასულ შაბათს, მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა.
როგორც ჟურნალისტებს კობახიძემ განუცხადა, ის საკუთარი სურვილით და მოთხოვნით მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს დაუკავშირდა.
„შოთაძეს ვთხოვე, რომ მივსულიყავი როგორც მოწმე და მიმეწოდებინა ინფორმაცია, თუკი საქმეებთან დაკავშირებით, მას რაიმე აინტერესებდა“, - დასძინა კობახიძემ.
შეგახსენებთ, პროკურატურამ მანანა კობახიძე და ეკა ბესელია დაკითხა, რის შესახებაც ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.