ნავთობის კვალდაკვალ რუსული ვალუტაც უფასურდება. რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა 15 დეკემბრის კურსი განსაზღვრა, რომლის მიხედვითაც ერთი დოლარის ღირებულება 70,22 რუბლს, ევროს ფასი კი 76,96 რუბლს შეადგენს. ექსპერტები რუსული ვალუტის გაუფასურებას ნავთობის ღირებულების დაცემას უკავშირებენ. დღეს დილით ბრენტის მარკის ნავთობის ღირებულებამ ბარელზე 37,5 დოლარი შეადგინა.