პარლამენტის ადამიანის უფლებთა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ მთავარ პროკურატურას ის ინფორმაცია და დოკუმენტური მასალა მიაწოდა, რაც საქმეებთან და ფაქტებთან დაკავშირებით, კომიტეტს გააჩნდა.
ჟურნალისტებთან საუბარში ბესელია არ აკონკრეტებს, თუ როდის იმყოფებოდა მთავარ პროკურატურაში, საგამოძიებო ორგანოს რა მასალები მიაწოდა და ის დაიკითხა თუ არა.
ბესელიას ამბობს, რომ დეტალებზე საუბარს არ აპირებს მანამდე, სანამ პროკურატურა ამ საქმეზე გამოძებას არ დაასრულებს.
„ჩვენ მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს პროცესს, რომ პროცესი სრულიად ობიექტურად, მიუკერძოვებლად წარიმართოს და ბოლომდე გამოკვლეული იქნეს ყველა ფაქტი. დღეს, დეტალებზე არ ვისაუბრებ, რადგან ეს დეტალებია შემადგენელი პროცესის და იმედი მაქვს, რომ გამოძიება მალე დასრულდება და არ გაჭიანურდება. ასე, რომ საპროცესო და ეთიკური წესები უნდა დავიცვათ. დაინტერესებული ვართ და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ამ ფაქტების გამოძიება ობიექტურად მოხდეს და ეს განცხადებები გადამოწმდეს. ამის მზაობა მაქვს, მეყოფა გამოცდილება, ნებისყოფა, გამძლეობაც და პროფესიული უნარ-ჩვევებიც, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. შუა გზაზე მიტოვებული პროცესები გამაღიზიანაბელია და ცუდი შედეგების მომტანია და ამიტომ ეს ის შემთხვევა არ უნდა იყოს. ყველაფერს გავაკეთებ, საზოგადოებამ დაინახოს, სად არის სიმართლე და შემდეგ დასკვნა გააკეთოს, რასთან გვაქს საქმე და რა ტიპის პროცესი თუ ავანტიურა არის დაწყებული წინასაარჩევნოდ?! ყველა ის ინფორმაცია და დოკუმენტური მასალა, რაც კომიტეტს გააჩნდა, პროკურატურას მივეცი“, - განაცხადა ბესელიამ.