ელბერდ კობერიძის საქმეზე მოსამართლემ ხუთიდან ორ პირს პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით დათა ახალაია, მეგის ქარდავას და გიორგი შამათავას წინასწარი პატიმრობა არ შეუფარდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა მიესაჯა გიგი კალანდაძეს. პატიმრობაში დარჩება კიდევ ერთი ბრალდებული გიორგი სამუშია.
გიორგი სამუშია, რომელიც რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ ადამიანის გატაცებისა და მისი წამების ბრალდებით დააკავა და სხვა 4 პირთან ერთად ერთი ადამიანის წამებაში დაადანაშაულა, ბრალს არ აღიარებს. წარდგენილი ბრალის შემდეგ გიგი კალანდაძემ აღნიშნა, რომ მასზე პოლიტიკური ზეწოლა ხორციელდება.