,,ნაციონალურ მოძრაობაში“ არ გამორიცხავენ, რომ ალეკო ელისასვილი დააკავონ. პარტიის წევრი ხათუნა გოგორიშვილი აცხადებს, რომ ეკა ბესელია არის პროკურატურის პრესსპიკერი.
"ქურდს კუდი ეწვისო. სახელი და გვარი დასახელებული არ იყო ბესელია კომენტარებს აკეთებს Facebook-იდან დაწყებული ტელევიზიებით დამთავრებული ყველგან და ემუქრება ალეკო ელისაშვილს, რომ მას დააკავებენ. მე ეს არ გამიკვირდება, იმიტომ რომ ბესელია არის პროკურატურის პრესსპიკერი,"- აცხადებს ხათუნა გოგორიშვილი.
შეგახსენებთ, ელისაშვილმი შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდი ზეწოლაზე და კორუფციულ შეთავაზებებზე საუბრობს. აღნიშნული განცხადებების საფუძველზე გამოძიება დაწყებულია.