რუსეთის თავდაცვის მინისტრი მსოფლიოში ვითარების გამწვავებას ნატოს გაფართოვებას უკავშირებს. ამის შესახებ მან უწყების კოლეგიის სხდომაზე განაცხადა, რომელსაც პრეზიდენტი პუტინიც ესწრებოდა. „სამხედრო-პოლიტიკური ვითარება მსოფლიოში დღითიდღე მწვავდება. განსაკუთრებით ეს ევროპას, ცენტრალურ აზიასა და ახლო აღმოსავლეთს ეხება. ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ფართოვდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. საკმაოდ მცირე დროში ის 12 ახალი წევრით შეივსო. ნატოში გაწევრიანებას ელოდება მონტენეგრო, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მაკედონია, საქართველო და უკრაინა. აკიანსის ინტერესების სფეროშია ფინეთი, შვედეთი, სერბეთი და მოლდოვაც,“-აღნიშნა შოიგუმ.