რუსეთის პრეზიდენტმა სირიაში მაქსიმალურად მკაცრად მოქმედების ბრძანება გასცა. ბი-ბი-სის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს კოლეგიაზე სიტყვით გამოსვლისას ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ნებისმიერი სამიზნე, რომელიც სირიაში რუს სამხედროებს ემუქრება, უნდა განადგურდეს.
"მინდა გავაფრთხილო ყველა, ვინც შეეცდება ჩვენი სამხედროების წინააღმდეგ რაიმე პროვოკაციის ორგანიზებას - რუსი სამხედროების და ავიაბაზის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებითი ზომები უკვე მივიღეთ. ნებისმიერი სამიზნე, რომელიც რუსულ დაჯგუფებას ან ჩვენს სახმელეთო ინფრასტრუქტურას ემუქრება, დაუყონებლივ უნდა განადგურდეს", - განაცხადა პუტინმა.