უკრაინის უმაღლეს რადაში პრემიერმინისტრის სიტყვით გამოსვლის დროს, დეპუტატებს შორის ჩხუბი ატყდა.
ჩხუბი მას მერე ატყდა, რაც პეტრო პოროშენკოს ბლოკის წევრი ოლეგ ბარნა ტრიბუნასთან მივიდა და არსენი იაცენიუკს, რომელის პარლამენტარებს წლის ანგარიშს აბარებდა, ვარდების თაიგული მიართვა.
ამისთვის მას სახალხო ფრონტის დეპუტატები გაუსწორდნენ. არ არის გამორიცხული დღეს არსენი იაცენიუკს რადამ უნდობლობა გამოუცხადოს.
სხდომის პარალელურად შენობის გარეთ პრემიერის და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.