კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ნიკოლოზ რურუას განცხადებით, ბებრისციხის აღდგენითი სამუშაოები გრუნტის დაშლის ბუნებრივად შეჩერებაზეა დამოკიდებული.
ამის შესახებ ნიკოლოზ რურუამ დღეს წვიმების შედეგად დაზიანებული ძეგლის მონახულებისას განაცხადა.
"აუცილებელია გრუნტის დაშლის პროცესი ბუნებრივად შეჩერდეს, რის შემდეგაც ჩვენი სპეციალისტები კვლევის ანალიზის დადებას შესძლებენ", - აღნიშნა რურუამ.
შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმების გამო რამდენიმე დღის წინ ბებრისციხის კედელი ჩამოინგრა. ნგრევა გრუნტის არამდგრადობამ გამოიწვია.