საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის მინისტრის ნიკოლოზ რურუას განცხადებით, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის 1 000 წლისთავზე გრუნტის ანალიზი ჩატარდება, რომ მომავალში რაიმე სახის გართულები თავიდან იქნეს აცილებული.
ამის შესახებ ნიკოლოზ რურუამ მცხეთაში, ბებრისციხის მონახულებისას განაცხადა.
"სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის 1 000 წლისთავთან დაკავშირებით იუნესკოსთან ერთად ჩატარდება ანალიზი, რომელიც აქამდე არ საქართველოში არ ჩატარებულა. კერძოდ კი კეთდება 13 მეტრიანი ჩასვალ გრუნტში, იმისთვის, რომ ყოველ წლიურად შემოწმდეს არაგვის და მტკვრის ქვედა დინების სიმაღლე. გადავწყვიტეთ ვაკონტროლოთ შიდადინებების დონე, რომ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდეს", - აღნიშნა კულტურის მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ წელს საქართველოში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ათასიწლისთავი აღინიშნება.