კიევმა მოსკოვს რუსი დივერსანტების დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალურად აცნობა. შესაბამისი შეტყობინება რუსეთის საელჩომ სპეცოპერაციის დასრულებიდან რამდენიმე საათში მიიღო. რუსეთის სამი მოქალაქე სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მათ ბრალად დივერსიული აქტების მზადება ედებათ. სპეცოპერაცია მსხვერპლით დასრულდა. ორმხრივი სროლისას ერთი დივერსანტი და ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.