კოალიციის ავიადარტყმებს ისლამური სახელმწიფოს სამი მაღალჩინოსანი ემსხვერპლა. ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა სტივ უორენმა განაცხადა. დაღუპულთაგან ერთ-ერთი ისლამისტთა ლიბიური ფრთის მეთაური აბუ სალეჰია. სხვა ორი მაღალჩინოსნის ვინაობა კი ჯერჯერობით არ სახელდება. სალეჰი ამერიკის ანტიტერორისტული სანქციების სიაში ირიცხებოდა. ის ისლამური სახელმწიფოს ფინანსურ სტრუქტურასაც ხელმძღვანელობდა.