პარლამენტის შენობის წინ, შესაძლოა, კარვები ისევ გაიშალოს.
ამჯერად პროტესტის აღნიშნული ფორმით გამოხატვას ადვოკატები აპირებენ.
საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე მჯდომარე აქციის მონაწილე ადვოკატებმა ხელისუფლებას მათი პირობების შესრულებისთვის ორი დღის ვადა მისცეს, წინააღმდემ შემთხვევაში პარლამენტის შენობის წინ კარვებს გაშლიან.
ადვოკატებმა მჯდომარე აქცია გუშინ დაიწყეს. მომიტინგეების განცხადებით, აქციები 24-საათიან რეჟიმში, 30 მაისამდე გაგრძელდება. 10-15 ადვოკატი როტაციის მეთოდით ყოველდღე შეიცვლება.
ადვოკატები ითხოვენ პარლამენტმა საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები დაჩქარებული წესით მიიღონ.
ცვლილებების პროექტს 500 ადვოკატი აწერს ხელს, რომელიც პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს შალვა ხაჭაპურიძემ და მისმა კოლეგებმა ჩააბარეს.
აღსანიშნავია, რომ მომიტინგეები ყოველდღე, 18:00 საათზე, პარლამენტის წინ, საინფორმაციო ხასიათის მიტინგებს ჩაატარებენ.