საფრანგეთის პარლამენტი რუსეთისთვის სანქციების გაუქმების საკითხს განიხილავს. შესაბამისი ინიციატივით საფრანგეთის ტრანსპორტის ყოფილი მინისტრი, ამჟამად კი დეპუტატი ტიერი მარიანი გამოვიდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ანტირუსული სანქციები ფრანგულ-რუსულ ურთიერთობებს აზარალებს და არანაირი შედეგი არ მოაქვს. შესაბამისად, რუსეთისთვის სანქციების შენარჩუნება საფრანგეთის ეროვნულ ინტერესებში არ შედის.