ჰონდამ თვითმფრინავების გამოშვება დაიწყო. 7 ადგილიან სწრაფმავალ საფრენ აპარატ HondaJet-ზე მუშაობა 1997 წლიდან მიმდინარეობდა. ახალი მოდელის ღირებულება 4,5 მილიონ დოლარამდე მერყეობს. მისი მთავარი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ თვითმფრინავს ძრავები ფრთების ქვეშ აქვს. თვითმფრინავი 770 კმ/სთ სიჩქარეს ანვითარებს და 13,1 ათასი მეტრის სიმაღლეზე დაფრინავს. ფრენის მაქსიმალური სიშორე 2,2 ათასი კილომეტრია.