კალიფორნიელი ტერორისტები ტაშფინ მალიკი და საიდ რიზვანი რადიკალური იდეებით მანამდე იყვნენ გატაცებულნი, სანამ ერთმანეთს გაიცნობდნენ. ამის შესახებ გამოძიების ფედერალური ბიურის ხელმძღვანელმა ჯეიმ ს კომიმ განაცხადა. მისივე თქმით, წყვილი რელიგიური ექსტრემიზმისა და ჯიჰადისბ თემებზე ინტერნეტში აქტიურად ჯერ კიდევ 2013 წელს, ქორწინებამდე საუბრობდა. რიზვანი და მალიკი სან-ბერნარდონოს უნარშეზღუდულთა დაწესებულებას თავს 3 დეკემბერს დაესხნენ, რასაც 14 ადამიანი ემსხვერპლა. გაქცევისას ისინი სამართალდამცავებმა მოკლეს.