უკრაინაში დივერსანტთა ჯგუფი დააკავეს. ამის შესახებ ქვეყნის უშიშროების სამსახური იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთაგან 2 რუსეთის, სამი კი უკრაინის მოქალაქეა. სპეცოპერაციისას დივერსანტებმა შეიარაღებული წინააღმდეგობა გასწიეს, რის შედეგადაც ერთი სპეცრაზმელი დაიჭრა. დივერსანტთა თავშესაფრის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა დიდი რაოდენობით იარაღი და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები ამოიღეს.