თეირანი ირწმუნება, რომ თურქეთმა ერაყის საჰაერო სივრცე დაარღვია. ირანული სააგენტოს, Fars-ის ინფორმაციით, თურქულმა ავიაგამანადგურებლებმა ალ-იმადიას რაიონი დაბომბეს. ავიადარტყმები ქურთისტანის შრომის პარტიის პოზიციებზე საათნახევრის განმავლობაში გრძელდებოდა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.