ცნობილი აზერბაიჯანელი ადამიანის უფლებათა დამცველი ლეილა იუნუსი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. წლინახევრიანი სასჯელის მოხდის შემდეგ ის შინა პატიმრობაში გადაიყვანეს. იუნუსს ბაქოს სასამართლომ თაღლითობისა და გადასახადების გადაუხდებობის ბრალდებით 8 წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო განაჩენი შეიცვალა.