მარკ ცუკერბერგი მუსლიმანებს მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს. ფეისბუკის დამფუძნებლის თქმით, პარიზის ტერაქტების შემდეგ მუსლიმებზე ძლიერი ზეწოლა ხორციელდება, რაც საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას. “წარმომიდგენია, როგორი ზეწოლისა და შიშის ქვეშ არიან მუსლიმანები. მათ დევნიან სხების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო. ჩემი ებრაელი მშობლები მასწავლიდნენ, რომ ნებისმიერ საზოგადოებასა და რელიგიურ ჯგუფზე თავდასხმა დაუშვებელია, რადგანაც თუ დღეს შენ არ გესხმიან თავს, ხვალ აუცილებლად დაგესხმებიან,”-წერს ცუკერბერგი.