შეერთებული შტატები სავიზო რეგულაციებს ე.წ. „უვიზო ქვეყნებსაც“ უმკაცრებს. შესაბამის ცვლილებებს მხარი კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ დაუჭირა. კანონპროექტს ხმა 400-მა კონგრესმენმა მისცა, წინააღმდეგ კი მხოლოდ 19 გამოვიდა. ახალი რეგულაცია 38 ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომლებიც სირიაში ან ერაყში არიან ნამყოფები, ვიზის აღებას ავალდებულებს.