ისლამურ სახელმწიფოს რიგები უცხოელებთ ივსება. ამის შესახებ ამერიკული კომპანია Soufan Group იტყობინება. კომპანიის ექსპერტთა დასკვნით, ბოლო წლინახევრის განმავლობაში ისლამისტთა რიგებში მებრძოლი უცხოელების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა. ამჟამად ერაყში ისლამისტთა მხარეს მსოფლიოს 86 ქვეყნის 31 ათასამდე მოქალაქე იბრძვის, სირიაში კი მათი რაოდენობა 16 ათასს აღემატება.