კანადაში დონალდ ტრამპის სახელობის შენობებს შესაძლოა სახელი შეუცვალონ. ამის მიზეზი აშშ პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის სკანდალური განცხადება გახდა. სან-ბერნარდინოს ტერაქტების თემაზე საუბრისას ტრამპმა ღიად განაცხადა, რომ ისლამური რელიგიის მიმდევრებს შეერთებული შტატები სძულთ და ამის გამო მათ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალოთ. მილიარდერი ტორონტოსა და ვანკუვერში ფეშენებლურ სასტუმროებს ფლობს.