რუსეთში სატვირთო მანქანების მძღოლები გაიფიცნენ. ამის მიზეზი 12 ტონაზე მეტი წონის სატვირთო მანქანებისთვის დაწესებული ახალი გადასახადი გახდა. ახალი სისტემა, ე.წ. “პლატონი” გზების გამოყენებისთვის დამატებით მოსაკრეფელს ითვალისწინებს. კონტრაქტი სახელმწიფომ მილიარდერ არკადი როტენბერგის ვაჟს, იგორ როტენბერგს გაუფორმა. უფროსი როტენბერგი პრეზიდენტ პუტინის ძველი მეგობარია. როგორც მძღოლები აცხადებენ, ახალი სისტემა კორუფციული სისტემის ნაწილია და ის ისედაც რთულ სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო გაამძაფრებს.