უკრაინა მზადაა სირიაში მიმდინარე ანტიტერორისტულ ოპერაციაში ჩაერთოს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინას ტერორიზმთან ბრძოლის საკმაო გამოცდილება აქვს და მზად არის, საერთაშორისო კოალიციას გვერდით დაუდგეს.