ებრაელ სამხედროებს პალესტინელი ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ
შეტაკებები ისრაელში. იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ებრაელი სამხედროების გამოჩენას ბეთლემის დასახლებაში მასობრივი არეულობები მოჰყვა. პალესტინელმა ახალგაზრდებმა სპეცრაზმელებს ქვები და მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს, სამხედროებმა კი მათ წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. შეტაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც პალესტინელებმა ებრაელი სამხედროების მიერ ლიკვიდირებული 19 წლის მალიკ შაჰინი დაკრძალეს. ბოლო 2 თვის განმავლოვბაში იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე 100-მდე პალესტინელი იქნა ლიკვიდირებული. 63 მათგანი ისრაელის მოქალაქეებზე თავდასხმისას მოკლეს.