ჩრდლოეთ კავკასიასა და სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული რუსული სამხედრო ნაწილები წელს შეიარაღების მოდერნიზებული სახეობებით შეივსო. ამის შესახებ სააგენტო "რესი" იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ახალ შეიარაღებაში ოპერატიულ-ტაქტიკური კომპლექსი ისკანდერ-ემი, მოდერნიზებული ტანკები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, უპილოტო საფრენი აპარატები, რადიოელექტრონული საბრძოლო კომპლექსები, ავტომობილები და ავტობუსებიც შედის.