მორიგი თავდასხმა ავღანეთში. თალიბებმა იერიში ყანდაღარის აეროპორტზე მიიტანეს. თავდასხმას 9 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის სამოქალაქო პირებიც არიან. როგორც ოფიციალური ქაბული აცხადებს, თავდასხმაში რამდენიმე ათეული კარგად შეიარაღებული თალიბი მონაწილეობდა.