რუსეთმა ისლამისტთა პოზიციები წყალქვეშა ნავიდან დაბომბა. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა. მისივე თქმით, სარაკეტო დარტყმები ხომალდ “როსტოვიდან” განხორციელდა, რომელიც სირიის სანაპიროებთან იმყოფება. შედეგად ისლამური სახელმწიფოს იარაღის საწყობი და კუსტარული ბომბების დამამზადებელი საამქრო, ასევე სანავთობო ინფრასტრუქტურა განადგურდა. საჰაერო ოპერაციებს რუსეთი სირიაში 30 სექტემბრიდან ახორციელებს.