გაზპრომის სუფთა წაგებამ რუსულ ბაზარზე 2016 წელს, შესაძლოა, 485 მლნ დოლარი შეადგინოს. რენტაბელობამ კი -3,5 პროცენტი, - ამის შესახებ რუსეთის ტრანსნაციონალური კორპორაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვიტალი ხატკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, 2015 წელს, რუსეთის ბაზარზე გაზის მიწოდების რენტაბელობა 0,9 პროცენტის დონეზე ფასდება.
2008 წლის შემდეგ პირველად გაზის მიწოდება რუსულ ბაზარზე წამგებიანი ხდება.
”ფაქტობრივად, საუბარია, გაზის ახალ პაუზაზე, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს მთელი ეკონომიკის მდგომარეობაზე”, - განაცხადა ხატკოვმა.