მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა დაადგინა, რომ ბეჰემოტები ხორცითაც იკვებებიან. ამის შესახებ ჟურნალი Mammal Review იტყობინება. როგორც მკვლევარებისთვის გახდა ცნობილი, ცხოველების ნეშტს ჰიპოპოტამები არცთუ ისე იშვიათად შეექცევიან. ხანგრძლივმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ბეჰემოტები ნადავლს ნიანგებს ჰპარავენ. ხორცის გარდა მათ რაციონში ხშირად ნაწლავებიც ხვდება, რაც ციმბირის წყლულით დაავადების რისკს ზრდის. დღემდე ჰიპოპოტამები ვეტერიანელებად ითვლებოდნენ.