ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა სიკვდილით რუსეთის კიდევ 5 მოქალაქე დასაჯეს. ამის შესახებ ინტერნეტ-პორტალი Lifenews იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, სიკვდილმისჯილებს ბრალი ჯაშუშობაში დასდეს. მათი ვინაობა დგინდება. გასულ კვირას ისლამისტებმა სიკვდილით ჩეჩნეთის მკვიდრი მაგომედ ხასიევი დასაჯეს. მას თავი ისლამური სახელმწიფოს რუსმა მებრძოლმა ანატოლი ზემლიანკამ მოჰკვეთა.