ვაშინგტონი მოსკოვზე ზეწოლას მანამდე განაგრძობს, სანამ რუსეთი მინსკის შეთანხმებით აღბულ ვალდებულებებს არ შეასრულებს. ამის შესახებ ამერიკის ვიცეპრეზიდენტმა უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „არ შეიძლება რუსეთისთვის სანქციების მოხსნა, სანამ ის ვალდებულებებს არ ასრულებს. სანამ რუსეთი აგრესიას ახორციელებს, ამის საფასური უნდა გადაიხადოს. რუსეთმა მოახდინა სუვერენული უკრაინის ტერიტორიის ოკუპაცია. აშშ არასდროს ცნობს რუსეთის მცდელობებს, ყირიმის ანექსია მოახდინოს,“-აღნიშნა ჯოზეფ ბაიდენმა.