დღეს, 18:00 საათამდე საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 85-ე კმ-ში მდინარე სახიდე გადასასვლელზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საავტომობილო გზების დეპარატამენტიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, გზის დროებით ჩაკეტვის მიზეზი ლიახვზე მდებარე დროებით სახიდე გადასასვლელზე პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებაა. აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართული იქნება გორის გავლით.