მოსკოვში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა იზრდება. ბოლო მონაცემებით, პოკროვკაზე ავტობუსების გაჩერებაზე მომხდარი აფეთქებისას 5 ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთმა მათგანმა საავადმყოფოს მოგვიანებით მიაკითხა. წინასწარი ძიებით, თვითნაკეთი ბომბი 50 გრამი ტროტილისგან იყო დამზადებული. საქმე არა ტერაქტის, არამედ ხულიგნობის მუხლით აღიძრა.