დღეს, 13 მაისს, 29 წელი შესრულდა საფეხბურთო მატჩიდან, როდესაც თბილისის "დინამომ" ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
1981 წლის 13 მაისს დინამო თასების მფლობელთა თასს დაეუფლა - მაშინდელი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ დიუსელდორფში ქართველმა ფეხბურთელებმა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთ უძლიერესი კლუბი, იენის "კარლ ცაისი" ანგარიშით - 2:1 დაამარცხეს.
გუნდების შემადგენლობა:
თბილისის "დინამო": ოთარ გაბელია, თამაზ კოსტავა, ნოდარ ხიზანიშვილი, ალექსანდრე ჩივაძე, თენგიზ სულაქველიძე, გიორგი თავაძე, ვიტალი დარასელია, დავიდ ყიფიანი, ზაურ სვანაძე (ნუგზარ კაკილაშვილი),ვლადიმერ გუცაევი,რამაზ შენგელია.
მთავარი მწვთნელი: ნოდარ ახალკაცი
კარლ ცაისი: ჰანს-ულრიხი, გერდ ბრაუერი, როდიგერ შნუფხაზე, ლოთარ კიურბუვაიტი, ვოლფგან შილინგი, გერჰარდ ჰოპე (ულრიხ ევერმანი), ანრეას კრაუზე, ლუტც ლინდემანი, ანდრეას ბელაუ (ტომას ტეფერი), იურგენ პააბი, ებერჰარდ ფოგელი.
მთავარი მწვთნელი: ჰანს მაიერი
გოლები: გერჰარდ ჰოპე 63,'ვლადიმერ გუცაევი 67', ვიტალი დარასელია 87.
29 წლის წინ ვლადიმერ გუცაევის და ვიტალი დარასელიას გოლები ოქროს ასოებით ჩაიწერა ქართული ფეხბურთის ისტორიაში, "დინამო" კი გახდა ყველაზე აღმოსავლეთ ევროპული კლუბი ევროტურნირების ისტორიაში, რომელიც ევროთასს დაეუფლა.