აზერბაიჯანში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. მაშველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 6 ცხედარი აღმოაჩინეს. ამდენად, დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, 23 ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ხანძარი სანავთობო პლატფორმას 4 დეკემბერს გაუჩნდა. ცეცხლის სრულ ლოკალიზებას მეხანძრეები ამ დრომდე ვერ ახერხებენ.