მიხაილ ხოდორკოვსკი რუსეთის გენერალურ პროკურატურაში დაკითხვაზე კიდევ ერთხელ დაიბარეს. ამის შესახებ რუსეთის ხელისუფლებისგან დევნილი ბიზნესმენი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს. ხოდორკოვსკის ინფორმაციით, ოქმი მის მამას, 82 წლის ბორის ხოდორკოვსკის ჩააბარეს. საქმე ეხება ნეფტეიუგანსკის ყოფილი მერის, ვლადიმერ პეტუხოვის მკვლელობას, რომელშიც ხოდორკოვსკის გვარიც ფიგურირებს. ბიზნესმენი პატიმრობიდან 2013 წელს გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ის ჯერ გერმანიაში, შემდეგ კი შვეიცარიაში გაემგზავრა. ამჟამად ის ლონდონში იმყოფება.