თურქეთს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების შეძენა სურს. ამის შესახებ გაზეთი Aksam იტყობინება. გამოცემის ინფორმაციით, მოლაპარაკება ფრანგულ-იტალიურ კონსორციუმ Eurosam-თან უკვე დაწყებულია. უახლოეს რამდენიმე დღეში კონსორციუმის წარმომადგენლები ანკარაში ჩავლენ და თურქეთისთვის სარაკეტო-საზენიტო კომპლექსის გადაცემის საკითხს განიხილავენ.